წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მისი გუნდის მდგომარეობასა და მომავალ მეტოქე “ლევანტეზე” ისაუბრა.
“ლა ლიგას ვლიდერობთ და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. “ლევანტე” ამ სეზონში სტუმრად უკეთესად თამაშობს, ვიდრე შინ. ეს კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც მოედანზე სივრცეებს ნაკლებად დაგვიტოვებს.
კარგია, რომ დაბრუნდა დემბელე, მაგრამ ახლა მას მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ მნიშვნელოვან მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა. ის მოტივირებულია და ამისთვის ბევრს შრომობს”.
განაცხადშია ხოსე არნაისიც, რომელიც სარეზერვო გუნდის წევრია, მაგრამ ძირითად გუნდთან ერთად ჩატარებულ 3 თამაშში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
“არნაისი ახლა კარგ ფორმაშია. ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია”. – განაცხადა ვალვერდემ.




ეს რა არის ?
ბალაგეს ტვიტერის გვერდია სადაც წერს რომ მიუხედავად იმისა რომ ბარსა ჯერ არ ადასტურებს, შეთანხმება შედგა 142 მილიონი ფასიო, Mტელი ინგლისური პრესა ამას წერს, სკაი სპორტიც, ბიბისიც, გოალ.ცომ იც.
გილოცავთთ ყველა წამყვანმა ჟურნალისტმა დაწერა რო კოუტინიო ოფიციალურად ბარსას ფეხბურთელიაო ♥️
სკაი სპორტსი და ბიბისი წერენ, რომ კოუტინიოს ტრანსფერი შედგა
გილოცავთ ♥ ☻☺
ეს რა არის ?
https://twitter.com/GuillemBalague/status/949689944628518912 გილოცავთთთთ.
რაც არ უნდა ზონების დაკეტვაზე იმუშაოს ლევანტემ, საერთოდ არ აქვთ იმის ერთი ადგილი, რომ ქულა დაგვაკარგვინონ
სულ წყნარად, კოხტად უნდა გადავუსვამთ თავზე მაწვნის თესლიანი ხელი და გავუშვათ უკან,- ვალენსიაში
Es ise laparakobs arc xval ar daayenebs dembeles dziritadshi