მას შემდეგ რაც “ბარსელონა” ლონდონში ჩავიდა ბევრმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ერთ–ერთი მათგანი სწორედ ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონის “არსენალი” საკმაოდ სახიფათო მეტოქეა.
“”ბარსელონას” და “არსენალს” შორის არის მსგავსება. ორივე გუნდი ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ორივეს უყვარს შეტევა, სისწრაფეზე მოქმედება, ტექნიკურად მოქმედება, ბურთის ფლობა, პოზიციური შეტევა. ძალიან დიდი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ამ ორ გუნდს შორის. “არსენალი” “ბარსელონას” შარშანაც დაუპირისპირდა, ამიტომაც ლონდონური კლუბი კარგად გვიცნობს ჩვენ. “მეთოფეები” ძალიან ძლიერები არიან განსაკუთრებით სახლში. მაგრამ ჩვენ ჩვენი და გულშემატკივარის სიამოვნებისთვის უნდა ვითმაშოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მატჩში გასამარჯვებლად”.



