რამდენიმე საათის წინ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა ინფორმაციამ, რომ “ბარსელონას” ოფიციალური სპონსორის და ფორმის მწარმოებლის, Nike-ის ვებ-გვერდზე ფილიპე კოუტინიოს მაისური იყიდებოდა, ამას თან ერთვოდა წარწერა, რომელიც მის ტრანსფერს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთი დღით ადრე ადასტურებდა. ახლა, ეს ინფორმაცია წაშლილია.
ძალიან ბევრმა იფიქრა, რომ კოუტინიოს “ბარსაში” გადმოსვლა დადასტურდა, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. არსებობს ორი ძირითადი მოსაზრება: ან ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლივერპულს” ნამდვილად ტოვებს და ეს ინფორმაცია იანვარში უნდა დადასტურდეს, Nike-ის საიტზე კი ინფორმაციამ განსაზღვრულ დროზე ადრე გაჟონა, ან ეს უბრალოდ ჰაკერული თავდასხმა და ბოროტი ხუმრობა იყო.
გავიხსენოთ მსგავსი ფაქტი, რომელიც 2016 წლის ზაფხულში მოხდა. იგივე საიტზე ცოტა ხნის განმავლობაში შეგეძლოთ “ჩელსიში” მოთამაშე რიად მაჰრეზის 7 ნომრიანი მაისურის შეძენა, თუმცა ეს მაისური გასაყიდად არ გამოსულა და მაჰრეზი ახლაც “ლესტერ სიტიში” თამაშობს.

ამ ფაქტს გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში და აზრი იქაც ორად იყოფა.
დიდი ალბათობით, თუ ინფორმაცია სწორია, ის ოფიციალურად უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ხვალ დადასტურდება.




იმედია ბოროტ ხუმრობას არ ექნება ადგილი თუმცა გამორიცხილი არაფერია.
ჰაკერებს რო გაეტეხა იტყოდნენ ..
რავიცი რავიცი ვნახოთ
აქამდე განაცხადებდნენ მაშინ ნაიკში, კიბერ შეტევა იყოო :))