“ბარსელონას” მცველით, ალეიშ ვიდალით დაინტერესებას ბოლო დროს რამდენიმე კლუბი გამოხატავს, მათ შორის “რომა”, რომელსაც ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა სურს. ვიდალის აგენტი, რუჯერო ლასერენცა, მოლაპარაკებებს არ უარყოფს და სავარაუდო ტრანსფერს არ გამორიცხავს.
“ალეიში ესპანეთში თამაშით ბედნიერია, მაგრამ სხვა ქვეყანაში, თუნდაც იტალიაში, ბედის ცდა მისთვის ცუდი არ იქნება. “რომას” მხრიდან დაინტერესება ნამდვილად არის და ეს გასაკვირი არაა, რადგან ვიდალი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. საინტერესო იქნებოდა მისი დაბრუნება სპორტულ დირექტორ მონჩისთან, რომელთან ერთადაც ის “სევილიაში” მუშაობდა.
“ბარსელონას” და “რომას” შორის შეთანხმება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი არენდით გადასვლა იქნება”.
ალეიშ ვიდალის შეძენა ესპანურ კლუბებსაც სურს, მათ შორის მის ყოფილ გუნდს, “სევილიას”, ასევე “ვალენსიას” და მადრიდის “ატლეტიკოს”.




Vidali araa cudii moedanze daugalavad shromobs zamenaze amaze kargs barsas y xelmzgavneloba ver naxavs
satransfero fanjara rodis ixsneba? ar gaatarot