workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “180 წუთი წინ  არის”

სუბისარეტა: “180 წუთი წინ არის”

“ბარსელონას” ტექნიკურმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ “არსენალთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 

“ზედიზედ მეორე წელს ვხვდებით “არსენალს”. გადაჭრით ვერ ვიტყვით გავალთ თუ არა, წინ ჩვენს გუნდს 180 წუთი აქვს და ყველაფერს მოედანზე დაამტკიცებს .კარგი იქნებოდა, თუკი სხვა გუნდს შევხვდებოდით, რადგანაც “არსენალი” ძალიან კარგად გვიცნობს, ამიტომაც ორმაგად სახიფათოა”.

“შარშან პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში საგრძნობლად მოვეშვით. ასეთი აღარ განმეორდება, რადგანაც “არსენალი” დაგვსჯის. მეორე თამაშში კი “ბარსელონა” და მესი შეუჩერებელნი იყვნენ, სწორედ ამან განაპირობა ლონდონური კლუბის 1/4 ფინალში ლიგას გამოთიშვა. წლევანდელი მატჩი განსხვავებული იქნება შარშანდელისაგან”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში