ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 6 კატალონიური, 5 კი მადრიდული გრანდის ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი მოხვდა.
მისი შერჩეული შემადგენლობა ასეთია: იკერ კასილასი, კარლეს პუიოლი, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი, მიხაელ ლაუდრუპი, ზინედინ ზიდანი, იოჰან კრუიფი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო მარადონა.
ოუენი “კლასიკოს” გუნდებიდან “რეალში”, 2004/05 წლების სეზონში გამოდიოდა, უფრო დიდი დრო კი მას ინგლისურ კლუბებში აქვს გატარებული, მათ შორის “ლივერპულში”, “მანჩესტერ იუნაიტედში” და “ნიუკასლში”.




რონალდინიო