workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტამ ისაუბრა ვილიაზე, ფაბრეგასსა და კატალონიის დამოუკიდებლობაზე

ლაპორტამ ისაუბრა ვილიაზე, ფაბრეგასსა და კატალონიის დამოუკიდებლობაზე

დავიდ ვილიას შეძენა:

”ჩვენ არ გვინდოდა სესკის ყიდვა. იმ მომენტში მე ვილიას შეძენა ვამჯობინე. დავიდი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შევისყიდეთ. მაშინ არავინ იცოდა, თუ როგორ ჩაატარებდა ის ჩემპიონატს. საერთო ჯამში მან ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ვილიას შეძენა უფრო ადრე გვინდოდა, მაგრამ ”ვალენსიამ” ძალიან დიდი თანხა მოითხოვა მასში. ამასთან, ფაბრეგასის ყიდვა არ იყო სასწრაფო, მანამ სანამ ჩვენ გვყავდნენ ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი და კეიტა.”

ფაბრეგასზე ნადირობა:

”მიგვაჩნია, რომ ფაბრეგასი უდიდესი ფეხბურთელია და გვსურს მისი დაბრუნება ”ბარსაში”, ისევე როგორც ეს მოხდა პიკეს შემთხვევაში. პიკემ შეატყობინა ”მანჩესტერ იუნაიტედს”, რომ ბრუნდებოდა იმ კლუბში, სადაც ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. მე ვთვლი, რომ მომავალ წელს ან ცოტა უფრო გვიან ფაბრეგასი მაინც გადმოვა ”ბარსაში.

ინგლისელები ჩამოდიან აქ ფეხბურთელების ხელში ჩასაგდებად. მათ ანკესს გამოებნენ ფაბრეგასი და პიკე, ამიტომ ჩვენი სურვილი, რომ დავიბრუნოთ სესკი, სავსებით სამართლიანია.”

პოლიტიკური კარიერა:

როგორც კატალონიის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი, ლაპორტა არ მიიჩნევს, რომ რეგიონის დამოუკიდებლობა უარყოფითად აისახება ”ბარსაზე”: ”ჩვენ ნებისმიერ ტურნირზე დაგვპატიჟებდნენ. რომელი ტურნირი იტყოდა უარს ისეთ კლუბზე, როგორიც ”ბარსაა”? კლუბის სურვილის შესაბამისად მათ შეუძლიათ გამოვიდნენ ეპანეთის ან საფრანგეთის, იტალიის ან კატალონიის ჩემპიონატში… ”მონაკო” უკვე გამოდის საფრანგეთის ჩემპიონატში და ეს პრეცედენტი სავსებით საკმარისია. როდესაც გვექნება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ნაკრები გამოვა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე. ძალიან ცდება ის, ვინც თვლის, რომ სპორტი არაა დამოკიდებული პოლიტიკაზე.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში