workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დატვირთული კვირა

დატვირთული კვირა

“ბარსელონას” წინ ძალზედ დატვირთული კვირა ელის. წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, ასევე არის “ლა ლიგის” მატჩი “კამპ ნოუზე” “ატლეტიკის” წინააღმდეგ. 

გუნდი ვარჯიშს ხვალ დილით “სიუდად ესპორტივაზე” განაახლებს ადგილობრივი დროით 11 საათზე. ვარჯიშის შემდეგ პედრო როდრიგესი გამართავს პრესკონფერენციას. გუნდი მოემზადება ოთხშაბათის მატჩისათვის, რომელიც გაიმართბა ლონდონში “არსენალის” წინააღმდეგ. 

16 თებერვალს 23:45 წუთზე თბილისის დროით “ბარსელონა” “ემირეითს სთედიუმზე” გავა. ამის შემდეგ გუნდი დაბრუნდება სამშობლოში და კვლავ განაახლებს ვარჯიშებს. “ატლეტიკთან” თამაშამდე გვარდიოლას შეგირდები, 3– ჯერ ივარჯიშებენ “სპორტ სიტიში”.

20 თებერვალს (კვირას) 23:55 წუთზე გაიმართება მატჩი “კამპ ნოუზე”, ეს რიგით 24–ე მატჩი იქნება “ლა ლიგისა”, სადაც კატალონიური კლუბი ბასკურ კლუბს მიიღებს.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში