ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ლეგენდების გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას 2018 წელს გამართავს – ამჯერად ბრაზილიაში, კერძოდ კი რესიფეში და ადგილობრივ წარსულში ცნობილი ფეხბურთელებისგან შემდგარ ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაში 14 აპრილს გაიმართება და მას “არენა დე პერნამბუკუ” უმასპინძლებს, მოედანი, რომელიც, 2013 წლის კონფედერაციათა თასის და 2014 წლის მუნდიალისთვისაც იყო გამოყენებული.
ჯერჯერობით უცნობია რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, ბრაზილიური ლეგენდათა გუნდის შემადგენლობა კი სპეციალური გამოკითხვის საშუალებით შეირჩევა.



