კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხავიერ მასკერანო “ბარსელონას” დატოვებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, მისი მომავალი კლუბი ჩინური “ჰებეი ჩაინა ფორთუნი” გახდება.
“ჰებეი” არც ისე დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ის სულ 7 წლის წინ, ქალაქ ცინჰუანდაოში დაარსდა და ჩინეთის სუპერ ლიგის 2017 წლის გათამაშებაში მე-4 ადგილი დაიკავა.
კლუბს მანუელ პელეგრინი წვრთნის და იქ რამდენიმე ცნობილი ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის ჟერვინიო და ეზეკიელ ლავეცი.




უფასოდ არ გაუშვან, ჩინელები ფულებს ისრეთ ფეხბურთელებში იხდიან კლასი რო 0 აქვთ და დიდი ამბავი მასკეში გადაიხადონ ერთი 15. ცოტას დაამატებენ და წესიერ მცველს იყიდიან თორე მინა და შმინა არ გავიგო, ძლიერი მცველი გვჭირდება მესამე კაცად. ვერმაელენს მაინც ვერ განვიხილავ სანდო იგროკად ტრავმებიდან გამომდინარე
ეს თუ ამ ზამთარს წავიდა, და ბარსამ შემცვლელი ვერ აიყვანა მაგარი კრისა იქნება
უმტიტი ორი თვე არ იქნება და ეხლა მოუნდა გაქცევა ამას, ხო ამბობდა კონტრაქტს შევასრულებო, ხოდა დაეგდოს უმტიტის მორჩენამდე.
ყველა გუნდი 30-40 მილიონს მინიმუმ აკეთებს ბანძ ფეხბურთელების ჩინეთში გაყიდვით და ესენი უფასოდ გაუშვებენ ან 8-10 მილიონად
ჰოდა წავა და მოღუნავს ფულებს საკაიფოდ ბოლო ორი წელი კი იქნება მინიმუმ მანდ ,მარა მასკეს დიდი პატივი უნდა ეცეს,ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენთცის,მაგრად მევასება