მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ასენხო “ბარსელონასთან” თამაშისთვის მზად იქნება

სერხიო ასენხო “ბარსელონასთან” თამაშისთვის მზად იქნება

როგორც “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, ხავიერ კალეხა აცხადებს, გუნდის პირველი მეკარე, სერხიო ასენხო “ბარსელონასთან” თამაშისთვის მზად იქნება. ასენხომ ტრავმა ჯერ კიდევ თებერვალში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და მისი დაბრუნება მხოლოდ წინა კვირას, სათასო მატჩში შედგა, სერიოზულ თამაშებში კი ჯერ მონაწილეობა არ მიუღია. 

ასენხო ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კიპერია და ის “ყვითელ წყალქვეშა ნავში” 2014 წლიდან ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • lupo
    schedule 09 დეკ 2017, 00:39

    ეხა ბარსასთან გაიგიჯებს ყველა თავს მსაჯი კი დაიშტერებს და დაიბრმავებს თვლას 😀