“ბარსელონამ” უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფის ბოლო მატჩი კატალონიელებმა “სპორტინგის” წინააღმდეგ დღეს გამართეს და შანსი ჰქონდათ, ჯგუფურ ეტაპი 100%-იანი მაჩვენებელით გადაელახათ. “ბარსა” თამაშს იგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა. ამით “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდისთვის სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც “სპორტინგისთვის”. “ბლაუგრანა” 16 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ლისაბონური კლუბი კი 9 ქულით – მეორეზე. შესაბამისად, “იუვენტუსი” და “ოლიმპიაკოსი” პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

“ბარსელონამ” ახალგაზრდული ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.



მაინც არაფერში უქნიან ღმერთს