“ბარსელონა” ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ჯერჯერობით დაუმარცხებელია, თუმცა ბოლო 2 ტურში დაკარგულმა 4-მა ქულამ, რაც მეტწილად მსაჯების შეცდომებითაა გამოწვეული და რომელიც, შეიძლება, ამ დროისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს, შეიძლება მოგვიანებით გამოიღოს კლუბისთვის არასასურველი შედეგი. ამაზე საუბრობს “ბარსას” მარცხენა მცველი, ლუკა დინი.
“ამ სეზონის პირველი ნახევარი თითქმის იდეალურთან მიახლოებული გამოგვივიდა. თუმცა, წინა სეზონშიც, ჩემპიონ მადრიდის “რეალთან” შედარებით უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები გვქონდა, მაგრამ ტიტული მაინც ვერ მოვიგეთ, იმის გამო, რომ ჩემპიონის ბედს ხანდახან მცირე ნიუანსები წყვეტს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შეიძლება, ტიტული ერთ თამაშში დაკარგო, ყველა დეტალს და თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს”. – აცხადებს დინი.




ნამდვილად წელს კაია დინი
Albas travmis da asakshi shesvlis agar unda gveshinodes didad. Vicodi moumatebda.
დინი შე ტეო ერნანდესის ბულკო