ლა ლიგის მე-14 ტურში ტრავმა მიიღო ქვეყნის ჩემპიონატში “ბარსელონას” მომდევნო მეტოქის, “ვილიარეალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კარლოს ბაკამ. თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ ტრავმა სერიოზული იქნებოდა და მას რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა, ექიმებმა დაასკვნეს, რომ საქმე არც ისე რთულადაა და კოლუმბიელმა, შესაძლოა, “ბარსას” წინააღმდეგ ითამაშოს.
“ყვითელ წყალქვეშა ნავს” ასევე ტრავმირებული ყავს ნიკოლა სანსონე და ამჟამად “ვილიარეალში” ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრ-ფორვარდია, სედრიკ ბაკამბუ.
მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ნუ ზამთარში იმედია მოვიყვანთ ნახევარმცველს და დალაგდება სიტუაცია ინიესტა კოუტინიო ალბათ ზოგ მომენტებში მაინც მოუწევს მესის უკან დახევა ასევე დემბელესაც კოუტინიო შეტევაში არის მაგარი