სერჟი რობერტოს და “ბარსელონას” შორის ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გახანგრძლივებული ხელშეკრულება 4 წელზე იქნება გათვლილი და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. თავად კატალონიელი იმედს გამოთქვამს, რომ ფორმალური მხარე მალე მოგვარდება.
“ბავშვობიდან “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ და აქ დარჩენა მსურს. კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს და შეთანხმებას მალე მივაღწევთ.”
ამასთან ერთად, სერჟი რობერტო კლუბში თავის როლზეც საუბრობს.
“ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ყოველთვის ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, მაგრამ, თუ გუნდს სჭირდება, მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შემიძლია დავდგე.
უმტიტის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. არა მგონია, მის შემცვლელად მოვიაზრებოდე, ცენტრალურ დაცვაში არასოდეს მითამაშია, თუმცა კლუბში არიან ფეხბურთელები, რომელსაც მისი შეცვლა სრულფასოვნად შეუძლიათ.”




სულითა და გულით კულე <3
მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ბარსელონასი იმედია მალე მოაწერ კონტრაქტს ხელს <3