workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ”, შესაძლოა, არდა თურანი “არსენალს” მესუთ იოზილში გაუცვალოს

“ბარსელონამ”, შესაძლოა, არდა თურანი “არსენალს” მესუთ იოზილში გაუცვალოს

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას აპირებს: ერთი კურდღელი არდა თურანია, რომელიც კატალონიელებს უკვე დიდი ხანია დაჭერილი ჰყავთ და ახლა გაშვება უფრო სურთ, ვიდრე მისი კიდევ დატოვება, მეორე კი მესუთ იოზილი, რომლის შეძენითაც, როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, “ბარსა” არის დაინტერესებული, ისევე როგორც თურანის – იოზილის ამჟამინდელი კლუბი, “არსენალი”.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ისინი ამ ფეხბურთელების გაცვლას მიიჩნევენ. 

იოზილის ფასი 35 მილიონი ევროა და მას “მეთოფეებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. აღსანიშნავია ისიც, რომ არსენ ვენგერი გეგმავს, გამოცდილი ნახევარმცველი კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Nugo007
    schedule 01 დეკ 2017, 22:05
    #2

    იოზილის უფრო მჯერა რო ათამაშდება ბარსაში ვიდრე არდა გადმოვიდა

  • pexnicheki123
    schedule 01 დეკ 2017, 20:20
    #1

    gacvalet iozili jobia tan moushorebel mwamels D movishorebt D