“მე ყოველთვის მეგონა, რომ ფეხბურთელი იმ გუნდში ითამაშებდა, რომელშიც თვითონ სურდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეც იქნება.” – განაცხადა ერნანდესმა “Daily Mail”-თან ინტერვიუში.
ჩავის აზრით, ამ ტრანსფერს მხოლოდ და მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ “არსენალი” ფეხბურთელში უჩვეულოდ დიდ თანხას ითხოვს. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ფეხბურთელის სურვილი ჯერ კიდევ აუსრულებელია და ტრანსფერი რამდენჯერმე ჩაიშალა. ჩავის აზრით, სესკი განწირულია იმისთვის, რომ “ბარსელონაში” უდიდეს წარმატებას მიაღწიოს.
“თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ კლუბში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ რჩეულებს ერგოთ. ჩემი აზრით, სესკი ერთ-ერთი მათგანია.”
ერნანდესი სულმოუთქმელად ელოდება თანამემამულის “ბარსელონაში” გადმოსვლას და არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სესკის ტრანსფერი მისი კარიერის დასრულებას დააჩქარებს. ჩავი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ ითამაშებს ორივე ნახევარმცველი ერთად. მან ასევე გაიხსენა, თუ რა მდგომაეობაში იყო კლუბი იმ პერიოდში, როდესაც ინიესტა ტრამვირებული იყო.
“მე ჯერ არ შემცვლიან. მე გუნდში ჩემი როლი მაკისრია და თუ სესკი შეგვემატება, ძალიან კარგი. იგივე სიტუაცია იყო ოთხი წლის წინ, როდესაც ჩემი და ინიესტას ერთად თამაში ვერ წარმოედგინათ. ახლა კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა გამოიწვი ჩვენმა ერთად თამაშმა.” – აღნიშნა ესპანეთის ნაკრების ნახევარმველმა.
საბოლოოდ ჩავიმ კომენტარი გააკეთა “არსენალის” იმ ფანებთან დაკავშირებით, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებიან სესკსა და “ბარსელონას” შორის რაიმე კავშირს: “დიდი ხანია ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როდესაც “ბარსელონას” დონის კლუბი ასეთ მიზანს ისახავს, ის უკან აღარ დაიხევს. ჩვენ ვიცით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სესკს კატალონიური კლუბისთვის.”



