ეროვნული ნაკრებებიდან ფეხბურთელები დაბრუნდნენ. დღეს “სიუდად ესპორტივაზე” გუნდმა საღამოს 18 საათზე ივარჯიშა.
გუნდი “სპორტინგთან” მატჩისათვის ემზადება, რომელიც ზეგ გაიმართება თბილისის დროით 23 საათზე. ვარჯიში სრული შემადგენლობით არ მიმდინარეობდა, რადგანაც ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ხეფრენ სუარესი და კარლეს პუიოლი, რომელთაც ტრავმები აქვთ.
ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინ სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა მიიღეს, დღეს აღდგენით ვარჯიშებს აკეთებდნენ. ხოლო ვინც არ გაემგზავრა სანაკრებო მატჩებზე ისინი სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
ვარჯიში ხვალ “სიუდად ესპორტივაზე” ადგილობრივი დროით 11 საათზე განახლდება.