workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
12 “ბლაუგრანელი” სახლში გამარჯვებული ბრუნდება

12 “ბლაუგრანელი” სახლში გამარჯვებული ბრუნდება

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა სანაკრებო ბატალიები, რომელსაც ამხანაგური სახე ჰქონდა. 13 ფეხბურთლი კატალონიელთა მხრიდან გაემგზავრა ამ თამაშებზე, აქედან 12 გამარჯვებული დაბრუნდა. 

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 7 “ბარსელონელი” იქნა გამოძახებული. აქედან 6 – მა მონაწილეობა მიიღო მატჩში, ვიქტორ ვალდესის გარდა ყველამ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ძირითად შემადგენლობაში 6 კატალონიელი ფეხბურთელი იყო. “ფურია როხა” კოლუმბიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა, გამრაჯვების გოლი მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა დავიდ სილვამ გაიტანა.

რაც შეეხება საფრანგეთსა და ბრაზილიას. ეს შეხვედრა “სტად დე ფრანცზე”  გაიმართა. ამ მატჩში ფრაგნგებთა მხრიდან თამაშობდა ერიკ აბიდალი, ხოლო ბრაზილიელთა მხრიდან დანი ალვესი. ორივე მათგანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და მთელი მატჩი დაჰყვეს მოედანზე. “მამლებმა” 1:0 იმარჯვეს, ბენზემას გოლის წყალობით. ერიკ აბიდალმა “ევროსპორტისგან” შეფასება მიიღო – 6.3, ხოლო ალვეშმა – 6.4

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა “პსვ ეინდჰოვენის” სტადიონზე. მატჩში მონაწილეობა მთელი 90 წუთის განმავლობაში მიიღო იბრაჰიმ აფელაიმ, რომელიც მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, “ნარინჯისფრებმა” 3:1 მოიგეს. “ბარსელონას” ახალწვეულმა “ევროსპორტისგან” შეფასება მიიღო – 7.3.

და ბოლოს ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩი. არგენტინა – პორტუგალიის წინააღმდეგ, არგენტინელთა მხრიდან ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და გაბი მილიტო თამაშობდნენ, სამივე მათგანი ძირითადში აღმოჩნდა. ლეო მესის ლიდერობით არგენტინამ დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2:1. პირველი გოლი მესის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ანხელ დი მარიამ შეაგდო, ხოლო გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლეო მესიმ გაიტანა. “გოალ.ქომ” – ისა და “სოქერნეტის” აზრით ლეო მესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

13 ფეხბურთელიდან 12 მათგანმა გამარჯვა, დამარცხებული მხოლოდ და მხოლოდ დანი ალვესი აღმოჩნდა. 

აქვე გთავაზობთ ამ მატჩების მიმოხილვებს: 

ჰოლანდია 3–1 ავსტრია

[media=http://www.youtube.com/watch?v=sNcVTyItijk]

ესპანეთი 1–0 კოლუმბია

[media=http://www.youtube.com/watch?v=qN8TZ7-uMbg]

საფრანგეთი 1–0 ბრაზილია

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

არგენტინა 2–1 პორტუგალია

[media=http://www.youtube.com/watch?v=EgMwnEkjdUE]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში