კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი მაქსველი და მალელი ნახევარმცველი სეიდუ კეიტა, გახარებულები არიან პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებით, იტყობინება Marca. გვარდიოლა კლუბში 2012 წლის ბოლომდე დარჩება:
” ის აქ უკვე 3 წელია მუშაობას და კლუბს დიდი წარმატება მოუტანა. იგი არსად არ უნდა წავიდეს. აქ მისი სახლია და საუკეთესო კლუბი მსოფლიოში,” განაცხადა სეიდუ კეიტამ.
” ვერსად იპოვი მწვრთნელს, რომელიც “ბარსელონაში” უკეთესად იმუშავებს, ვიდრე პეპ გვარდიოლა. ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია ჩვენთვის. ჩვენ ყველა შევეცდებით გვარდიოლას მადლობა, ბევრი შრომითა და კარგი შედეგებით გადავუხადოთ,” დაასრულა მაქსველმა.



