ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური “ნაპოლი” იანვარში “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, მუნირ ელ ჰადადის შეძენას შეეცდება. 22 წლის ფორვარდი ამჟამად იჯარის წესით “ალავესში” თამაშობს, სადაც მიმდინარე სეზონში უკვე 9 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.
მუნირი 2014 წლიდან “ბარსას” ძირითადი გუნდის წევრია, ბოლო ორ სეზონს კი ის არენდით სხვა კლუბებში ატარებს.



