მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დი მარია: “ბარსელონაში” გადმოსვლასთან ახლოს ვიყავი

დი მარია: “ბარსელონაში” გადმოსვლასთან ახლოს ვიყავი

გასულ ზაფხულს “ბარსელონას” სატრანსფერო მუშაობას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელის შეძენის შანსი გაუშვა ხელიდან, მათ შორის ერთ-ერთია პსჟ-ს ფორვარდი, ანხელ დი მარია. არგენტინელი ფეხბურთელი იხსენებს, რომ ტრანსფერის განხორციელების დიდი შანსი იყო და თვითონ გადმოსვლა უფრო სურდა, ვიდრე დარჩენა.

“ბარსელონაში” გადმოსვლასთან ერთდროულად ახლოსაც ვიყავი და შორსაც. ასეთი დონის კლუბებს შორის მოლაპარაკება ყოველთვის უფრო რთულია. მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ განხორციელდა.

რაც შეეხება იმას, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ვარ, ეს, ჩემი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მე აქამდეც ხშირად მითქვამს, რომ “რეალის” გულშემატკივარი არ ვარ. ერთადერთი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არ ვითამაშებდი, არგენტინული “ნიუელს ოლდ ბოიზია”, რადგან მე “როსარიოს” ვგულშემატკივრობ“. – აცხადებს 29 წლის არგენტინელი, რომელიც მიმდინარე სეზონში უმეტეს დროს “პარი სენ-ჟერმენის” სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 09 ნოე 2017, 22:55

    ყოფილი მადრიდისტები მე არ მინდა კლუბში.

  • gurgenidze
    schedule 09 ნოე 2017, 22:16

    Unda eyidat pitaloebs .. axla dzqan gamigvadgeboda roca dembe damtvreulia da sua upormodaa

  • sany
    schedule 09 ნოე 2017, 19:49

    ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.
    რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.
    “მათ შორის უფსკრულია”. – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.
    “მიუხედავად იმისა, რომ “პსჟ” მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება”. – ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.
    აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.
    მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.

  • Magician
    schedule 09 ნოე 2017, 19:37

    ე.ი უნდოდა დი მარიას გადმოსვლა.