ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა მატჩს იგებს, მაგრამ თამაშის ხარისხი ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებს. ამ თემაზე საუბრობს “ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი.
“კარგად ვხედავთ, რომ ბოლო დროს “ბარსელონა” ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ახლა კარგი სერია გვაქვს. გუნდიც უფრო შეკრულია და ჩვენს კარში გოლების გატანა ყველას უჭირს, ამით კი ძალიან კმაყოფილი ვარ” – აცხადებს ბუსკეტსი.




მჯერა გუნდი ამ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს ლამაზი,კომბინაციური ფეხბურთის თამაშს და ყველა მეტოქეს თავზე დაახევს ბურთს
Sheudzlebelia iseti kalendari gvaq yvela.tamashi magal doneze ver iqneba
ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.
“მათ შორის უფსკრულია”. – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ “პსჟ” მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება”. – ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.
მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.
ბუსკეტსმა მაგრად მოუკლო თამაშს