კატალონიის ”ბარსელონას” კაპიტანმა 22 იანვარს მარცხენა ფეხზე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოტოვა. პუიოლი დღემდე მკურნალობს, თუმცა ჯერ ექიმები არ აძლევენ მას თამაშის უფლებას.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პუიოლის თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ მატჩში, ლონდონის ”არსენალის” წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” კაპიტანი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოჯანმრთელდეს, ”არსენალთან” მისი თამაშის შანსები სულ უფრო და უფრო მცირდება.
პუიოლის ტრავმის მოშუშების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. უკვე თითქმის დადასტურდა, რომ ის გამოტოვებს მატჩს ”სპორტინგის” წინააღმდეგ. აქედან ჩნდება ვარაუდები, რომ პუიოლი არც ”ემირატებზე” იქნება.
კაპიტანი ჯერ არ ვარჯიშობს გუნდთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ პუიოლი ვარჯიშებს სავარაუდოდ ამ კვირაში დაიწყებს, სამწვრთნელო შტაბი თავს იკავებს გარისკვისგან.



