Diario Gol ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის, ხუან მატას შეძენით არიან დაინტერესებული.
“იუნაიტედთან” მატას მოქმედი კონტრაქტი ივნისში იწურება, თავად ფეხბურთელი კი მის განახლებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, ერნესტო ვალვერდეს მისი თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და ნახევარდაცვის გაძლიერებას სწორედ მისი ტრანსფერით ეცდება.
ხუან მატა “რეალის” აკადემიის აღზრდილია. მას მანჩესტერულ გრანდამდე “ვალენსიასა” და “ჩელსიში” აქვს ნათამაშები, “წითელი ეშმაკების” წევრი კი 2014 წლიდანაა.


აი რამდნეი წელია ამას ვკიტხულობ 😀 ახლა აგარ მინდა ეს … ერთ დროს მინდოდა და მჯერა გაამართლებდა კიდეც… 5წლის წინვე რომ ეყიდათ კარგი იქნებოდა