მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა “ბარსელონამ” ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა “ბარსელონამ” ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა “ბარსელონასა” და “ოლიმპიაკოსს” შორის უგოლოდ, 0-0 დასრულდა და ეს იყო პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ბოლოს ეს 2012 წლის 5 დეკემბერს “კამპ ნოუზე” მოხდა. მაშინ კატალონიელები ლისაბონის “ბენფიკას” მასპინძლობდნენ. გოლი ვერც ერთი გუნდის ფეხბურთელებმა ვერ გაიტანეს. “ბარსელონასთან” მოპოვებული ქულის მიუხედავად, “ბენფიკა” ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, “ბარსამ” კი ჯგუფის ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს ის სეზონია, რომელშიც “ბარსელონა” ასპარეზობას ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნმა” გამოთიშა (ორი მატჩის ჯამში 7-0). საბოლოოდ “რეკორდმაისტერმა” ფინალში დორტმუნდის “ბორუსია” დაამარცხა და ტურნირი მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • kvachi
    schedule 01 ნოე 2017, 14:30

    ვილვარდეს დამსახურებაა :X

  • Johan_Cruyff
    schedule 01 ნოე 2017, 14:21

    ციტატა: Guro messi
    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე


    კოუტინიო ლიგაზე ვერ ითამაშებს და ლალიგაში რავი, ლა ლიგის მოგებას ბარსა კოუტინიოს გარეშეც შეძლებს, აი ლიგაზე კიდე აუცილებლად დაჭირდება

  • Guro messi
    schedule 01 ნოე 2017, 12:19

    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 ნოე 2017, 12:02

    უღიმღამოდ თამაშობენ ასე ძლიერი გუნდი დაგვჩაგრავს

  • Johan_Cruyff
    schedule 01 ნოე 2017, 11:40

    ძალიან მიჭირს თქმა მაგრამ არ ვართ ჩვენ ამ სეზონში არაფრის მომგები გუნდი, ძალიან ცუდია