workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ბოლო 21 წლის განმავლობაში ძველი ანტაგონისტები, ”რეალი” და ”ბარსა” 2 ჯერ შეხვდნენ კოპა დელ რეის ფინალში. წინა ორი მატჩი ”ბარსას” გამარჯვებით დასრულდა. რა იქნება ამ დროში ჩვენ ამას ძალიან მალე, 20 აპრილს გავიგებთ, რამდენიმე დღის შემდეგ ბერნაბეუს ”კლასიკოდან”.

1983 წლის მარტში, ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო სეზარ ლუის მენოტი. კლუბის ხელმძღავნელობა იმედოვნებდა, რომ არგენტინელი თავკაცი იპოვიდა სწორ მიდგომას მსოფლიო ვარსკვლავის, დიეგო მარადონას მიმართ. მიუხედავად ათობით გამარჯვებისა და მარადონას სასწაულებისა ”ბარსამ” ჩემპიონატი მხოლოდ მე–4 ადგილზე დაასრულა. თუმცა მოახერხა და სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც მას მომდევნო ”ელ კლასიკო” ელოდა. მატჩი ”სარაგოსას” სტადიონზე, ”რომარედაზე” გაიმართა. ბრწყინვალე ფორვარდმა, მარკოსმა დამატებითი დროის პირველ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა. გოლის შემდეგ შუსტერმა გრძნობები ესპანეთის მეფის წინ გამოხატა. ამის შემდეგ ”რეალის” ფანებს ნება მიეცათ ”ბარსას” მიმართ უცენზურო ჯესტები გაეკეთებინათ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=iKLZmb1IINM]

1989/90 წლების სეზონში თასის ფინალში, ”რეალი” და ”ბარსა” უკანასკნელად შეხვდნენ. ამ წელს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჰოლანდიელ ლეგენდას, იოჰან კრუიფს ეკავა. მიუხედავ იმისა, რომ ”ბარსამ” ჩემპიონატი მე–11 ადგილზე დაამთავრა და ჩემპიონ ”რეალს” 11 ქულით ჩამორჩა მაინც მოახერხა სამეფო თასის ფინალში გასვლა. ”ბარსამ” ”მესტალიაზე” მეტოქე დაამარცხა. იმ მატჩში მსაჯმა მოედნიდან მადრიდელი იერო გააძევა. მატჩმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. კასტილიელთა ტრიბუნიდან საგნებს ისროდნენ და ერთ–ერთი ასეთი საგანი ”ბარსას” გოლკიპერს, ანდონი სუბისარეტას მოხვდა. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ”ბარსელონამ” 2:0 ამორისა და სალინასის გოლებით მოიგო და სამეფო თასს დაეუფლა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=g4z8RDqXxJc]

და ახლა… 21 წლის განმავლობაში უკვე მესამედ, კოპა დელ რეის ფინალში, კვლავ გველის მომდევნო ”ელ კლასიკო”. ბევრი, რომელმაც ახლა ეს ტექსტი წაიკითხა 1990 წელს ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. უმტესობა შეიძლება დაბადებული იყო, მაგრამ არაფერი ახსოვს, რადგან იმ ასაკში ის ფეხბურთში მხოლოდ ბურთის გორაობას ხედავდა. ბევრმა არ იცის ფინალში ”კლასიკოს” გემო. ჩვენ, 20 აპრილს კიდევ ერთხელ ვნახავთ თანამედროვე ”ბარსელონას” და იმედია მის მორიგ შედევრს. შეეცადეთ არ გამოტოვოთ ეს სპეკტაკლი, გადადეთ ყველა საქმე და უყურეთ! აუცილებლად უყურეთ! კაცობრიობას წინ ელის უდიდესი სანახაობა, საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში, რომელიც ვინ იცის კიდევ როდის გვეღირსება. მოემზადეთ წინ ”ელ კლასიკოა” !

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში