დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ლა ლიგის მე-9 ტურში “ბარსელონა” “მალაგას” დაუპირისპირდება.
კატალონიელები შესანიშნავ ფორმაში არიან, რასაც ვერ ვიტყვით “მალაგაზე”, ასე რომ, “ბარსელონა” შეგვიძლია მატჩის უდავო ფავორიტად მივიჩნიოთ. თუმცა, ბოლო დროის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკური მონაცემები სტუმართა გულშემატკივრებს უფლებას აძლევს, საკმაოდ იმედიანად იყვნენ განწყობილნი.
ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პერიოდში, ანუ 3 სეზონის განმავლობაში, “ბარსელონა” და “მალაგა” ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და კატალონიელებმა აქედან მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს. ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ორში კი “მალაგამ” მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
2014/15 წლების სეზონში კამპ ნოუზე გამართული შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, განმეორებით მატჩში კი მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს.
2015/16 სეზონში “ბარსამ” ორივე მატჩში მოიგო. ჯერ შინ 1-0, შემდეგ კი გასვლაზე 2-1.
იმ ფაქტში, რომ “ბარსელონამ” 2016/17 წლების ლა ლიგა ვერ მოიგო, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ “მალაგამ” ითამაშა: ამ გუნდმა ორივე შეხვედრაში დააკარგვინა “ბლაუგრანას” ქულები. ჯერ ფრედ ეთამაშა – 0-0, შემდეგ კი სულაც დაამარცხა – 2-0. თანაც, სწორედ “მალაგასთან” გამარჯვებით მოიპოვა მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონობა.
ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს დღეს საკმაოდ რთული გამოცდა ელის.




Shuri unda vidziot sharshan rac gaaketes
Damplebi realtan fexi ar gaandzries magenis deda ******
აი, ჩვენი მეტოქე არის უსაშინლეს ფორმაში და წესით 3-4 ბურთის გატანა არ უნდა გაჭირდეს.
Dembele camovida da daikca es dortmundi tu ra ari, droze gamouscria ikidan
აუ ნეიმარი რომ არის ფოტოებზე ნუ დებთ იმ სურათებს… ამაზრზენი კაცია ეს….. გაბოროტებული არ ვარ მაგრამ არაკაცურად მოიქცა
Midit bichebo, iziet shuri.. sharshan chempionoba dagvakargvines da ise uxarodat relis gasvla, imattan fexi ar gaanzries. Gapartaxebas imsaxureben
იმედია მალაგას დღევანდელ შეხვედრაში არ აუდგება.
ბურთს თავზე გადავადღლიზავთ.ლეოსგან მინიმუმ გოლს ველი.სუამაც უნდა გამოიჩინოს წესით თავი.დღეს ასეთი თერთმეტეული მინდა:
სილესენი
სემედუ მასკერანო უმტიტი დინი
პაულინიო რობერტო დენისი
მესი სუარესი დეულოფეუ
კარგ ფორმაში არიან მართლაც,ეს იუვესთან ატლეტიკოსთან გამოჩდა, ვალიკო ცოტა სხვა ფეხბურთს ათამაშებს ვიდრე პეპე და ლუჩო, უფრო პრაგმატულს რეზულტატზე ორენტირებულს პლიუს ინდივიდუალისტები ,შედეგი სახეზეა,
Midit bichebo erti 5-0 unda movugot
იუვენტუსი გრანდი არაა?