მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკა დინი: “მესი საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს”

ლუკა დინი: “მესი საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს”

“ოლიმპიაკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ლუკა დინიმ, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

“კარგია, რომ გავიტანე და ამით გუნდის დახმარება მოვახერხე.

მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელმა თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად გააკეთოს და ასე ჩვენ ყოველთვის შევძლებთ გამარჯვებას.

ვეცდები, ჩემი შედეგები გავაუმჯობესო და გუნდის შემადგენლობაში ადგილი მალე დავიმკვიდრო” – აცხადებს 24 წლის ფეხბურთელი.

მან კომენტარი გააკეთა თავის თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე, რომელმაც “ოლიმპიაკოსთან” საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.

“მესი უბრალოდ საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს.”

დინი კმაყოფილია ერნესტო ვალვერდეს მუშაობითაც:

“მწვრთნელი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ამ მომენტისთვის ყველა ტურნირზე ვლიდერობთ და ეს სწორედ მისი და მთელი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა” – განაცხადა ფრანგმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს ჟორდი ალბა, ასე რომ, დინის თავის გამოჩენის შანსი ახლო მომავალში ისევ ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 19 ოქტ 2017, 18:37

    სანამ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან გუნდის ძირითადი თერთმეტეული ასე მიმაჩნია:
    ტერ შტეგენი
    სემედუ მასკერანო უმტიტი დინი
    პაულინიო ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი დეულოფეუ

  • Sergi roberto20 10
    schedule 19 ოქტ 2017, 15:35

    დინი კარგი ბიჭია სკამისთვის კარგია.