პაკო ალკასერი, შესაძლოა, იანვარში “კრისტალ პალასში” გადავიდეს

პაკო ალკასერი, შესაძლოა, იანვარში “კრისტალ პალასში” გადავიდეს

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მე-17 ნომერს, პაკო ალკასერს მხოლოდ 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და იმის შანსი, რომ მას ახლო მომავალში სათამაშო დრო მიეცემა, თითქმის არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ალკასერმა შარშან კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, Diario Sport ირწმუნება, რომ “ბარსა” იანვარში მის გაშვებას აპირებს.

პაკოს წასვლაზე ზაფხულშიც იწერებოდა და მისი შეძენის მთავარი მსურველი “კრისტალ პალასი” გახლდათ. ახლაც, ესპანური გამოცემა ალკასერის დამატების ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ ლონდონურ კლუბს განიხილავს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Guro messi
    10 ოქტ 2017, 22:19

    პირველ რიგში ნახ.დაცვაა მისახედი და ერთი ვინგერი გვჭირდება ზამენაზე.ტოტენჰემიდან სონი წამოიყვანონ.

  • Sergio5
    10 ოქტ 2017, 19:22

    დაა კრისტალ პალასს რათ უნდა უფრო დიდი ხანი რო ქონდეთ უგოლო სერია?

  • SHOTAMESSI10
    10 ოქტ 2017, 16:45

    გრიზმანმა "ბარსას" წინასწარი თანხმობა უკვე მისცა? ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა კლუბის ქომაგთა ნდობა დაკარგეს და მათი დიდი ნაწილი ბორდის გადადგომასაც ითხოვდა.

    ბართომეუმ როგორც ჩანს, თადარიგი აქედანვე დაიჭირა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ნომერ პირველი კანდიდატი შეარჩია.

    საუბარია "ატლეტიკოს" ლიდერ ანტუან გრიზმანზე, რომელიც "როხიბლანკოს" დატოვებასთან წლევანდელ სეზონში ძალიან ახლოს იყო. როგორც მოგეხსენებათ, FIFA-მ მადრიდელებს სატრანსფერო საქმიანობა 2018 წლამდე აუკრძალა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდი არ დააღალატა და მათ, კიდევ ერთი წლით უერთგულა.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრიზმანის კონტრაქტში მითითებული პუნქტის თანახმად, 2017 წლის შემოდგომიდან ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონიდან 100-მდე შემცირდა.

    როგორც ესპანური Mundo წერს, ანტუან გრიზმანს "კამპ ნოუზე" გადაბარგების დიდი სურვილი აქვს და მან "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს წინასწარი თანხმობა უკვე მისცა. საუბარია კატალონიელთა სპორტულ დირექტორ რობერტ ფერნანდესზე.

    ესპანური გამოცემის თქმით, ლეო მესი, ნელ-ნელა ასაკში შედის და პოზიციასაც იცვლის. არგენტინელი წლევანდელ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში მოგვევლინა. მესის, თავდასხმაში მაღალი დონის შემსრულებლები ესაჭიროება, რათა მისი ზუსტი გადაცემები გოლებად იქცეს.

    "ბარსა" გრიზმანის სანაცვლოდ, რომ 100 მილიონს უპრობლემოდ გადაიხდის, ეს არავის უკვირს. უბრალოდ, აქ ერთი პრობლემაა – ფრანგი ფორვარდის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ისინიც მზად არიან.

    როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვა თავად გრიზმანზე იქნება და ის აირჩევს, თუ სად ურჩევნია კარიერის გაგრძელება.

  • paul scholes
    10 ოქტ 2017, 16:41

    ციტატა: M10 S9 D11
    ჩემი აზრით არ უნდა გავუშვათ სუას ზამენა ჭირდება


    და ამის ყოფნას აზრი აქვს? იყოს, გამოვა და გვამივიდ იდება მთელი თამაში და გინდ გყოლია გინდ არა!

  • d.wiklauri
    10 ოქტ 2017, 16:40

    არ უნდა გაუშვან მე ამ ბიჭის იმედი მაქვს ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შანსი აქვს