ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტმა ანხელ მარია ვილიარმა ვერ დამალა შთაბეჭდილებები იმის შესახებ, რომ “კოპა დელ რეის” ფინალში “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მისი აზრით ყველა ასეთ საფინალო შეხვედრას ნატრობდა, იტყობინება AS.
“უნდა მივულოცოთ “რეალსაც” და “ბარსელონასაც” ფინალში გასვლა. ისინი ნამდვილად უდიდესი კლუბები არიან. თვითონ ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც ასეთ ბრწყინვალე ფინალზე ოცნებობდნენ. პირადად მე მათი დაპირისპირების ყურებით უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. ვნახოთ ვინ გახდება ესპანეთის თასის მფლობელი. იმაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ “თეთრებიც” და “ლურჯ–ბროწეულისფირებიც” თავდაუზოგავად იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის.” –განაცხადა ვილიარმა.
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია სად გაიმართება ფინალი. როგორც გაირკვა “ბლაუგრანას” და “ბლანკოსის” პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს გადამწყვეტი შეხვედრის “მესტალიაზე” (ვალენსია) ჩატარება.



