workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
7 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში

7 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში

ამ უიქენდის შემდეგ ესპანეთში შესვენება იქნება. საქმე ისაა, რომ სანაკრებო თამაშები იქნება, რომელიც ამჯერად ამხანაგური სახისაა. 

ესპანეთის ეროვნული ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდება. “ბარსელონადან” ვისენტე დელ ბოსკემ 7 ფეხბურთელი გამოიძახა, მათი სია შემდეგში მდგომარეობს: ვალდესი ,პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია. წესით ამ სიაში 8 ფეხბურთლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც იცით კარლეს პუიოლი ტრავმირებულია, ამიტომაც იგი არ იქნა გამოძახებული ამხანაგური მატჩისათვის. მატჩი 9 თებერვალს გაიმართება, “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

მათ გარდა ასევე გამოძახებულნი არიან თავიანთ ნაკრებში ალვეში და აბიდალი, რომელთა გუნდები ერთმანეთს “სტა დე ფრანცზე” დაუპირისპირდებიან. ხოლო რაც შეეხება, მესის, მასკერანოსა და მილიტოს, ისინი თავის მხრივ სერხიო ბატისტამ გამოიძახა, რომელიც ემზადება პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის.

ჰოლანდიის ნაკრებში გამოძახებული იქნა  ახალწვეული იბრაჰიმ აფელაი, “ნარინჯისფრები” მატჩს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავენ “ეინდჰოვენის” სტადიონზე.

თავის მხრივ 21 წლამდელებიც ითამაშებენ მატჩს დანიის წინააღმდეგ, მწვრთნელმა “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიძახა, ბოიანი, ტიაგო, ფონტასი და  მონტოია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში