workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პრემიერ ლიგაში?

“ბარსელონა” პრემიერ ლიგაში?

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, “ბარსელონამ”, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს.

პირველ ოქტომბერს, კატალონიაში, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება. ცენტრალური ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოდ აცხადებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყნის პოლიციამ საარჩევნო ყუთების წართმევაც მოინდომა. თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, რომ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება.

რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც, კატალონიის ესპანეთიდან უახლოეს მომავალში გამოყოფის საფრთხე ნაკლებადაა, რადგან შედეგებს ცენტრალური ხელისუფლება არ სცნობს. თუმცა, ამის მიუხედავად, საფეხბურთო სამყაროს მაინც აწუხებს კითხვა: სად ითამაშებს “ბარსელონა” კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში?

კატალონიის სპორტის მინისტრმა, ჟერარ ფიუერასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ლა ლიგაში მოთამაშე კატალონიური კლუბები – “ბარსელონა”, “ესპანიოლი” და “ჟირონა” – თავად გადაწყვეტენ, თუ სად უნდა ითამაშონ: ესპანეთის ჩემპიონატში, თუ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში: იტალიაში ან საფრანგეთში, ან თუნდაც პრემიერ ლიგაში.

ესპანეთის ჩემპიონატში სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ახლაც თამაშობენ. მაგალითად, ანდორას გუნდები ფეხბურთსა და კალათბურთში. “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, უელსური გუნდები – ინგლისში.

არა მგონია, UEFA-ს რამე საწინააღმდეგო ჰქონდეს იმის, რომ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში კიდევ ერთმა გუნდმა ითამაშოს.” – ციტირებს ფიუერასის სიტყვებს The Sun.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • lol barca
    schedule 05 ოქტ 2017, 20:30
    #17

    ტყუილია რა პრემიერ ლიგა დარჩეს სადაც არის

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 01 ოქტ 2017, 04:03
    #16

    აუ ისევ ლა ლიგაში დარჩენა მირჩევნია რა პრემიერ ლიგა და სერია ა ხო არ გაჟრიალებთ

  • Juan Carlos Navarro
    schedule 30 სექ 2017, 10:44
    #15

    El klasiko ar iqneba tore epl jobia

  • Megrelo87
    schedule 30 სექ 2017, 04:01
    #14

    Me madridista var magram nagdad ar mida barsa sxva qveynis ligashi tamashobdes la ligas mugami gaekargeba da klasiko kaput.

  • mesi_10
    schedule 30 სექ 2017, 01:35
    #13

    რა ტვინი მოხნეს ამ ახვარმა კატალონიელებმა თვითონ თუ უნდათ სარები უთხრიათ ტრაკებში ოღონდაც ბარსა არ გადავიდეს სხვა ლიგაში თორე ლალიგაც და ზოგადათ ფებურთის მაგარი თავდაყირა დადგება. დალშე კიდე რეალი თავზე გადაიჯვავს და სრულიად ესპანეთში იბატონებს რაც კარგი ნამდვილათ არ იქნება და ვერც ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას.

  • Guduna1986
    schedule 29 სექ 2017, 22:43
    #12

    ლალიგა რაიქნება მერე ელკლასიკოს გარეშე დაემსგავსება ლიგა1-ს პრემიერ ლიგას კი კიდევ უფრო მეტი მაყურებელი და შესაბამისად ფული შეემატება

  • bacho-barca21
    schedule 29 სექ 2017, 21:33
    #11

    Unda darchnen magram sajebi da prezidenti laligis imena ar gagvaxareben

  • Guro messi
    schedule 29 სექ 2017, 19:42
    #10

    ლა ლიგაში დარჩებიან

  • neo222
    schedule 29 სექ 2017, 18:49
    #9

    ბარსელონა პრემიერლიგაში მაგარი საინტერესო იქნება თუნდაც ერთი სეზონი , სირიაში ომი შეწყდება სად ეცლებათ დაუჯდებიან ტელევიზორებს 😀

  • ანანიძე
    schedule 29 სექ 2017, 17:45
    #8

    premier leagua kargi iqneboda. Titqmis chempionta leagues ponti iqneba qalaq barcelonashi an tundac yovel gasvlis kvireebshi. Magaria dzaaaan.

    Chelsea, citi, man.utd, arsenall, liverpooli, da ase shemdeg.

    Modunebis sashualebac agar eqnebat.

  • tigresa
    schedule 29 სექ 2017, 17:23
    #7

    ციტატა: Gerip3

    ციტატა: tigresa

    ციტატა: Gerip3
    აუ პრემიერ ლიგა ძაან მაგარი იქნება ,მაგრამ მაინც ლალიგა მირჩევნია:) თუნდაც მარტო ელ კლასიკოს გამო:)


    Sul sxva stilia. Me piradad sanaxaobrivi kutxid la liga mirchevnia. Cudi ikneba tu gadavlen sxvagan, bevri moakldeba zogadad fexburtis gulshematkivars


    ხოგეთანხმები. მეც ლალიგა ყველაზე მეტად მომწონს. სანერვიულო არგვაქვს რადგან ვერ გამოეყოფა ესპანეთს კატალონია:) შანსი არაა


    Mec egre vfiqrob, magas vin daushvebs..

  • beqabarca
    schedule 29 სექ 2017, 17:15
    #6

    ჯერ ეგერთი მსოფლიოში ყველა ელოდება ელ კლასიკო თამშს და ვინ დაუშვებს მაგას რო ბარსამ აგატ ითამაშოს ლა ლიგაში 100 წელზე მეტია რაც ელ კლასიკო იმართება და ისტორიული ამბავია მანდ არა შანსი არა რო გაუშვან რომელიღაც ლიგაში

  • Gerip3
    schedule 29 სექ 2017, 17:15
    #5

    ციტატა: tigresa

    ციტატა: Gerip3
    აუ პრემიერ ლიგა ძაან მაგარი იქნება ,მაგრამ მაინც ლალიგა მირჩევნია:) თუნდაც მარტო ელ კლასიკოს გამო:)


    Sul sxva stilia. Me piradad sanaxaobrivi kutxid la liga mirchevnia. Cudi ikneba tu gadavlen sxvagan, bevri moakldeba zogadad fexburtis gulshematkivars


    ხოგეთანხმები. მეც ლალიგა ყველაზე მეტად მომწონს. სანერვიულო არგვაქვს რადგან ვერ გამოეყოფა ესპანეთს კატალონია:) შანსი არაა

  • lupo
    schedule 29 სექ 2017, 16:42
    #4

    რა სხვაგან გადასვლა ელ კლასიკო და ზოგადად ესპანეთი ცოდოა ისეთი გუნდების გარეშე როგორიც ბარსა და რეალია

  • tigresa
    schedule 29 სექ 2017, 16:23
    #3

    ციტატა: Gerip3
    აუ პრემიერ ლიგა ძაან მაგარი იქნება ,მაგრამ მაინც ლალიგა მირჩევნია:) თუნდაც მარტო ელ კლასიკოს გამო:)


    Sul sxva stilia. Me piradad sanaxaobrivi kutxid la liga mirchevnia. Cudi ikneba tu gadavlen sxvagan, bevri moakldeba zogadad fexburtis gulshematkivars

  • Gerip3
    schedule 29 სექ 2017, 16:17
    #2

    აუ პრემიერ ლიგა ძაან მაგარი იქნება ,მაგრამ მაინც ლალიგა მირჩევნია:) თუნდაც მარტო ელ კლასიკოს გამო:)

  • nelson semedo 2
    schedule 29 სექ 2017, 16:00
    #1

    საქართველოს უმაღლესი ლიგა 🙂 🙂