workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალონსო: “წინ კიდევ სამი–ოთხი კლასიკოა”

ალონსო: “წინ კიდევ სამი–ოთხი კლასიკოა”

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში გამარჯვებით გახარებულმა ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და, რომ წინ კიდევ 3–4 “ელ კლასიკოა”, იტყობინება “Marca”. ესპანეთის ნახევარმცველი მთელი გულით ელოდება ამ უდიდეს დაპირისპირებას.

“ჩვენ ორჯერ დანამდვილებით შევხვდებით “ბარსელონას”: ესპანეთის ჩემპიონატში და ესპანეთის თასის ფინალში. ასევე ესპანეთის სუპერთასიც 90% “ელ კლასიკო” იქნება. ჩემპიონთა ლიგაზეც არავინ გამორიცხავს “თეთრების” და “ლურჯ–ბროწეულისფერების” ბრძოლას. ასე რომ როგორც ხედავთ ჯერ არაფერი დასრულებულა და დარმწუნებული ვარ “ბლანკოსს” შესწევს ძალა “ბლაუგრანას” დამარცხებისა.” –განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა.

კატალონიელები და მადრიდელები ერთმანეთს სულ 240–ჯერ დაუპირისპირდნენ (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით). აქედან 100 “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, 89 – “რეალის”, ხოლო 51–ჯერ კლუბებმა ქულები გაიყვეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში