“ბარსელონას” კონკურენტებმა ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
“ატლეტიკომ” მეორე ადგილზე მყოფი “სევილია” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დაამარცხა (2:0) და აღნიშნული პოზიცია თავად დაიკავა, მადრიდის “რეალმა” კი წინა ტურში განცდილი კრახის შემდეგ, “ალავესს” სძლია (2:1).
“ატლეტიკო” 2:0 “სევილია”
[media=https://www.youtube.com/watch?v=T_7hVKbrjo0]
“ალავესი” 1:2 “რეალი”
[media=https://www.youtube.com/watch?v=tIqmmzm4OPI]
თავის მატჩს “ბარსელონა” დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი 15 ქულით ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერია.
მაგრად არ მომწონს ძალიან დიდი დრო და სივრცე ეთმობა რეალს ჩვენ საიტზე არა საჭირო ისედაც ვიცით…თან ვიდეო და ვრცელი ინფორმაცია არ გვაინტერსებს…!!!!
რეალი საზიზღარ ფორმაშია
ყოჩაღ რეალის ახალწვეულს! 2 გოლი შეაგდო და ფაქტობრივად, მოაგებინა გუნდს თამაში.
ბოლოადგილოსან ალავესთAნ ბედის წყალობით მოიგეს 😀