workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრო მიდის, დრო… დრო აღარ ჩერდება…(ნაწილი II)

დრო მიდის, დრო… დრო აღარ ჩერდება…(ნაწილი II)

მე არც ისე ცოტა სტატია მაქვს დაწერილი სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ასეთ რამეზე არასდროს დამიწერია. დღეს მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და გაგახსენოთ ბავშვობა.
როდესაც პატარები ვიყავით ყველა რაღაცაზე ვოცნებობდით. ვფიქრობდით რა იქნებოდა 10 წლის შემდეგ; რას გავაკეთებდით როცა გავიზრდებოდით. ასევე იყვნენ ფეხბურთელებიც. ხოდა ამ სტატიაში მინდა გაჩვენოთ როგორები იყვნენ ისინი პატარობაში და რაზე ოცნებობდნენ დაახლოებით 6 წლის ასაკში. მაშ ასე, დავიწყოთ (ვისაც არ უნახავს პირველი ნაწილი შეუძლია ნახოს აქ ).

ხერარდ პიკე

მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მცველი პატარობაში ხშირად სტუმრობდა “კამპ–ნოუს”. იგი ოცნებობდა, რომ ამ მოედანზე ეთამაშა, მოეგო ტიტულები როგორც “ბარსელონას” ფეხბურთელს და გაეხარებინა თითოეული გულშემატკივარი. მას ეს ოცნება ნამდვილად აუხდა. პიკე განაგრძობს ბრწყინვალედ გამოსვლას და ამით მართლაც ახარებს ჩვენს გულებს. 

ანდრეს ინიესტა

ანდრესს ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, რომ სულით “ბარსელონელი” იყო. მან კატალონიურ კლუბში გამოსვლა პატარობიდანვე დაიწყო და საბოლოოდ როგორი ფეხბურთელი დადგა ამას თავადაც კარგად ხედავთ. 

ჩავი ერნანდესი

ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა “ბურთთან ერთად დაიბადა”. იგი თავის “ძმას” სულ თან დაატარებდა. ამის შემყურე მშობლებმა ჩავი “ბარსელონას” ფეხბურთის სკოლაში მიიყვანეს. ამის შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი ნამდვილ “ფეხბურთის ფილოსოფოსად” იქცა.

პ.ს. ერნანდესს და თავის “ძმას” ახლაც სულ ერთად სძინავთ.

სეიდუ კეიტა

მალელ სუპერვარსკვლავს პატარობაში ძალიან უყვარდა თავისი ველოსიპედით სეირნობა. იგი ფიქრობდა, რომ მომავალში პროფესიონალი ველომრბოლელი გამოვიდოდა, თუმცა სად მოხვდა თქვენც კარგად იცით. სეიდუს ერთხელად კი არ გაუფიქრია, რომ “ბარსელონაში” მოუწევდა თამაში. (არ გეგონოთ, რომ ეს სურათი ვინმე უბრალო შავკანიანი ბიჭისაა, ეს ნამდვილად სეიდუ კეიტაა, კარგად დააკვირდით და მსგავსებასაც იპოვით). 

კარლეს პუიოლი

ძმები პუიოლები ბურთს მინდორში აგორავებდნენ. უფროსისგან არაფერი გამოვიდა, ხოლო უმცროსი “ბარსელონას” კაპიტანი და ლეგენდა რომ არის ეს ჩემზე უკეთ იცით. (სურათზე მარჯვენა, პატარა ბიჭი არის პუიოლი, ხოლო მეორე მისი უფროსი ძმა).

ლიონელ მესი

ადამიანი საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდები თუ თამაშის ნიჭი არ გაქვს. მთავარი მართლაც რომ ნიჭია. მესის მართალია სიმაღლე ხელს არ აძლევდა, თუმცა იგი ბრწყინვალედ აკონტროლებდა ბურთს. მან მოინდომა, იბრძოლა და ორჯერ ზედიზედ “ოქროს ბურთი” მოიპოვა. არგენტინელი რაღაც საოცრებებს აკეთებს. ლეო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და პრაქტიკულად დიდი შანსი აქვს საბოლოოდ ჩაეწეროს ფეხბურთის ისტორიაში, გააუმჯობესოს “ფეხბურთის მეფის”, პელეს რეკორდი და გაიტანოს რა 1000 გოლი. 

გაგრძელება იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში