“სევილიას” თავდამსხმელი ლუის მურიელი აცხადებს, რომ მისი გუნდი “ბარსელონასთან” და “რეალთან” ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
“ჩემპიონობა ოცნების ახდენა იქნებოდა. ვიცით, რომ კონკურენცია ისეთ გუნდებს უნდა გავუწიოთ, როგორებიც “ბარსელონა” და “რეალი” არიან. ისინი ყოველთვის ფავორიტები არიან, მაგრამ ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მურიელის სიტყვებს Football Espana.
ესპანეთის ჩემპიონატში, 4 ტურის შემდეგ, “სევილია” მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.
აუ ამათ შარშან როგორც დავახიეთ ისე დავახევთ წელსაც
რეალმა რატო უნდა იმაიმუნოს ბარსელონას და რეალს ერთი და იგივე შანსი აქვთ მოგების ჯერ ეხლა დაიწყო სეზონი 4 ქულა არაფერია