მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: მბაპე მესის არ უნდა შევადაროთ

გვარდიოლა: მბაპე მესის არ უნდა შევადაროთ

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას აზრით, კილიან მბაპე, ადრეულ ასაკში მიღწეული წარმატების მიუხედავად, მესის არ უნდა შევადაროთ.

“მესის გვერდით არავინ არ უნდა დავაყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მბაპე მომავალში საოცარი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ არ მსურს მასზე დამატებითი ზეწოლა მოვახდინო.

მესიმ და რონალდუმ ასეთ წარმატებას მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიაღწიეს, ასე რომ, ფრანგს ლოდინი მოუწევს.

არგენტინელი სეზონში 60-70 შეხვედრას ატარებს და უმნიშვნელოვანეს მატჩებში ყოველთვის მზადაა გოლის ან შედეგიანი გადაცემის გაკეთებისთვის. ლეო ტრავმას ძალიან იშვიათად იღებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ 3 დღეში ერთხელ მოედანზე გამოდის. ეს საკუთარი სხეულის კონტროლის დამსახურებაა.

ვფიქრობ, ამ შედარების გაკეთება არ ღირს. უმჯობესი იქნება თუ მბაპეს წარმატებული კარიერის აშენებას ვაცდით და შემდეგ შევაფასებთ.“-ამბობს პეპი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • mesi_10
    schedule 16 სექ 2017, 20:39

    მესისთან ცინგლიანი მბაპე რა მოსატანია? მოქმედი ფეხბურთელებიდან მესის და რონის გარდა ნეიმარი 100 თავით მაღლა დგას ყველა სხვა ფეხბურთელზე და რათქმა უნდა მბაპე ახლოსაც ვერ მივა ნეიმართან.

  • Johan Cruyff 14
    schedule 16 სექ 2017, 16:53

    სად მბაპე სად მესი 😀 ამას ტიერი ანრის რო ადარებენ ხო არ გაათანანა არიმდე ბევრი უკლია და მესი საერთოდ

  • Guro messi
    schedule 16 სექ 2017, 16:36

    მესისთან მბაპე ახლოსაც კი არაა

  • yourego
    schedule 16 სექ 2017, 16:07

    ჯერ გაიმეოროს მესის შედეგები და მერე შევადაროთ