ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში “ბარსელონამ” “იუვენტუსი” 3:0 დაამარცხა და მორიგი რეკორდი დაამყარა, იტყობინება MD.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გახსნით მატჩში ზედიზედ მე-19 წელია არ მარცხდებიან, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩამდე ანალოგიური წარმატებული სვლა “ბებერ ქალბატონსაც” ჰქონდა, მაგრამ ის “კამპ ნოუზე” შეწყდა.




Arc damarcxdeba
საღოლ
მაგარია