workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “7 ქულა არაფერია”

როსელი: “7 ქულა არაფერია”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი არ აპირებს ეიფორიაში გადავარდნას მიუხედავად იმისა, რომ მისი კლუბი უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” 7 ქულით უსწრებს. იგი თვლის, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ვინ გახდება ჩემპიონი არავინ იცის.

“შვიდ ქულიანი სხვაობა არაფერი არ არის. როცა უკან მადრიდის “რეალი” მოგყვება ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო. ჩვენმა ბიჭებმა იგივე შემართებით უნდა განაგრძონ ბრძოლა როგორც აქამდე; ისინი ეიფორიაში არ უნდა გადავარდნენ. ჯერ ყველაფერი წინაა. 17 ტურში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.” –ციტირებს როსელის სიტყვებს მადრიდული გამოცემა “Marca”.

როგორც მოგეხსენებათ ესპანეთის ჩემპიონატის 21–ე ტურის შეხვედრაში “ოსასუნამ” “რეალი” მიიღო და სახლში 0 ქულით გაამგზავრა. ამის შემდეგ ყველა ჟურნალ–გაზეთი და ინტერნეტ ვებ–გვერდი წინასწარმეტყველებს, რომ ყველაფერი დასრულებულია და, რომ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული “ბარსა” გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში