“სხვაობა 7 ქულაა “ლა ლიგაში”, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, კვლავ კონცენტრაცია გვმართებს თითოეულ მატჩზე. რაც უფრო მეტ მატჩს მოვიგებთ მით უფრო მივუახლოვდები “ლა ლიგის” ტიტულს. ერთ–ერთი კლასიკო “ლა ლიგისა” ჩვენ “ბერნაბეუზე” გველოდება, მათთვის ეს ერთგვარი უპირატესობაა, მაგრამ ჩვენ თითოეულ მატჩში მოსაგებად გავალთ, ჩვენი მოედანი იქნება ეს თუ მეტოქის”.
“ალმერიასთან” მატჩში არ უნდა მოვდუნდეთ, კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ მატჩზე, გახსვოთ ალბათ “ბეტისი”, მან ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია მეორე მატჩში და დაგვამარცხა კიდევაც”.
“ბევრი გვიწინასწარმეტყველებს ტრიპლეტის გამეორებას, ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, შეგვიძლია მოვიგოთ ტრიპლეტი, მაგრამ იანვარში ამაზე ფიქრი უბრალოდ დროის უაზროდ დაკარგვაა, მთელი სეზონის ნახევარი წინ არის”.



