workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როჩინა ინგლისის “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს

როჩინა ინგლისის “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს

“ბარსა ბ”–ს თავდამსხმელი, რუბენ როჩინა “ბლექბერნ როვერსში”, 450 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. როჩინა “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდებში 2004 წლიდან გამოდიოდა…

რუბენ როჩინა ინგლისის “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს! 19 წლის ვალენსიელი ფეხბურთელი მეორე გახლავთ, რომელიც კატალონიურმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, “ბარსა ბ”–ს შემადგენლობიდან გაყიდა. პირველი რივეროლა გახლდათ, რომელიც ახლა “ვიტესის” მაისურით გამოდის. ინგლისელებს ეს ტრანსფერი 450 ათასი ევრო დაუჯდათ. ესპანელმა კონტრაქტი მათთან 2015 წლამდე დადო.

ლუის ენრიკემ შაბათს განაცხადა, რომ კლუბმა როჩინას კონტრაქტის გახანგრძლივება 2 წლით შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელმა უარი თქვა. “COM Radio”–სთან საუბარში მან გუნდიდან წასვლის მიზეზები ახსნა და განაცხადა, რომ მას ამ დროისთვის, პირველ გუნდში თამაშის შანსები არ გააჩნია.

რუბენი ამ სეზონში, “ბარსა ბ”–ს რიგებში 13–ჯერ გამოჩნდა და თავის ანგარიშზე 2 გოლიც ჩაიწერა. ბოლოს მან ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, მატჩი “გირონას” წინააღმდეგ გამართა. ახლა კი დავემშვიდობოთ როჩინას და თავის მომავალ გუნდში წარმატებები ვუსურვოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში