მერსესაიდული “ლივერპული” ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნოს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
წყაროს ინფორმაციით, მერსესაიდული კლუბის მფლობელი კომპანია, FSG მზადაა, რომ კოუტინიო “ბარსელონაში” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ გაყიდოს.
დღეს ესპანეთში სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ბოლომდე შეეცდება ლივერპულელთა ბრაზილიელი ლიდერი ფანჯრის დახურვამდე გაიფორმოს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, “ბარსელონა” და “ლივერპული” კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, სატრანსფერო თანხად 160 მილიონი ევრო დასახელდა.




შეიკვეხეთ უკნიდან მომავალ წელს.ან ჩემი ჩეიდევით.:დდდდ
წელს ვეღარ ვიყიდით კოუს ):
ინიესტა რომ ნახევარ სეზონს ტრავმებით ატარებს ეგ ყველამ იცის, ამიტომ ზუსტად წელს გვინდა გამოცდილი და სტაბილური ნახევარმცველი. სეზონი არ დაწყებულა უკვე მოასწრო ტრავმა ინიესტამ და წარმოიდგინე დატვირთვა რომ ექნება მართლა რამდენჯერ დაიტრავმება. ფპორმაში შესვლას ვერ ასწრებს რომ ისევ ტრავმას იღებს
ესენი ვერავის ვეღარ მისცემენ, დაიხურა ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა. ერთადერთი პორტუგალიაში არის გახსნილი მარტო 20 სექტემბრამდე და ესპანეთში ამ დღის ბოლომდე
ანდრე გომეში მისცენ ამ ჩემისებმა.აუცილებლად გვჭირდება ფილიპე
Vso me imedi agar maq
eh, imedia, neta shensavit viyo darcmunebuli..
ახლა მოვა დღეს გაოფიციალურდება კოუს ტრანსფერი 100%ით ვარ დარწმუნებული
მერე ბევერი თქვენ გყავდეთ დიბალაზე იჩალიჩებენ ალბათ მაგ დროს
დაგვცინიან სერიოზულად
მოდიი რაა <3
გვეღადავებიან ესენი