მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟან-მიკაელ სერი: “როცა “ბარსელონაში” ტრანსფერი ჩაიშალა, ვიფეთქე და კედლები ზანზარებდა”

ჟან-მიკაელ სერი: “როცა “ბარსელონაში” ტრანსფერი ჩაიშალა, ვიფეთქე და კედლები ზანზარებდა”

“ნიცას” ნახევარმცველმა, ჟან-მიკაელ სერიმ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ის “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

“თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, არ მოვიტყუები,. ფეხბურთი, ჩემთვის, ყოველთვის დღესასწაული იყო. “ნიცას” თამაში კი იმის გამო გამოვტოვე, რომ ფეხბურთზე ფიქრი არ შემეძლო. ჩემი ოცნება ხომ “ბარსელონაში” თამაშია და ეს ოცნება დაიმსხვრა, რაც საშინებელება იყო.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები ცუდად მიდიოდა. როგორც მივხვდი, ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ჩაიშალა.

არ მინდა თავის მართლება დავიწყო, მაგრამ “ნაპოლისთან” თამაშის დროს განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი. მიყვარს, როდესაც გუნდის თამაში ჩემზეა აგებული და ვცდილობდი ეს ამჯერადაც გამეკეთებინა, ამისთვის 100%-ით ვიხარჯებოდი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს საათზე მეტი დროის განმავლობაში ვესაუბრებოდი და მათ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე არაფერი უთქვამთ. სახლში ბედნიერი დავბრუნდი, მეორე დღეს კი ეს სიახლე გავიგე. განცვიფრებული ვიყავი.

“ნიცას” ოფისში წავედი, იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ოფისში მისვლის შემდეგ, ვიფეთქე. გარწმუნებთ, კედლები ზანზარებდა! კლუბის ხელმძღვანელები არაფერს ამბობდნენ და თვალებში არც კი მიყურებდნენ. მათ პირობა არ შეასრულეს და ბოლო მომენტში, ჩემ სანაცვლოდ მეტი ფული მოითხოვეს.

მინდა ოპტიმისტი ვიყო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. დაე, ორმა კლუბმა მშვიდად მოილაპარაკოს და ყველაფერი გადაწყვიტოს.

უკვე წარმომედგინილი მქონდა, როოგრ ვთამაშობდი “კამპ ნოუზე”. ჩემი აგენტი ბარსელონადან 5-წლიანი კონტრაქტით დაბრუნდა. “ბარსელონა” ხომ ჩემი ბავშვობის მოგონებაა. ეს მათი თამაში, მათი ინტელექტი, მათი ფანტასტიკური სტილია.

საუბარი ფულზე არაა. უბრალოდ, დიდ კლუბში თამაში მინდა. მაგალითად, “ნიცას” რამდენიმე შეთავაზებით “რომამ” მიმართა. მონჩის ბევრჯერ ვესაუბრე და ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ფული არ ყოფილა. უბრალოდ, რომაელები “ნიცას” ხელმძღვანელებთან ურთიერთობით დაიღალნენ. ჩემთვის, “რომა” კარგი ვარიანტი იქნებოდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში