ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმების განცხადებით, ფილიპე კოუტინიოს ისეთი ტრავმა არ აქვს, რომ მან თამაში ვერ შეძლოს, მაგრამ ისინი ადასტურებენ, რომ “ბარსელონას” სამიზნეს გარკვეული პრობლემები შეენიშნება.
“სამედიცინო კუთხით, კოუტინიო შესანიშნავ მდგომარეობაშია იმისათვის, რომ ითამაშოს.” – აცხადებს როდრიგო ლასმარი.
“კოუტინიო შექმნილი მდგომარეობის გამო, თავს ბედნიერად არ გრძნობს, რაც ზურგის არეში ტკივილს იწვევს. ტკივილის მიზეზი სტრესი და დაძაბულობაა, რომელიც იმის გამო ხდება, რომ ფეხბურთელის მომავალი კვლავ გაურკვეველია.” – ეს უკვე სიმონის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიოს, რომელიც “ლივერპულისგან” “ბარსელონაში” გაშვებას ითხოვს, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. ამის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა, კონკრეტულად კი ზურგის ტკივილი სახელდება.

