ბრაზილიის ნაკრებში გამგზავრებულმა ფილიპე კოუტინიომ ლივერპული წუხელ დატოვა. როგორც იცით, ფეხბურთელს სურს, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდეს. იგი იმედოვნებს, რომ პარასკევამდე ტრანსფერი დასრულდება და ინგლისში დაბრუნება აღარ მოუწევს.
კოუტინიო “სელესაოს” თანაკლუბელ რობერტო ფირმინოსთან ერთად შეუერთდა. გუნდი ეკვადორთან და კოლუმბიასთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.
კოუტინიოს, მისი ოჯახისა და აგენტების სურვილს წარმოადგენდა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში იგი “ბარსელონას” ფეხბურთელად წარმდგარიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მან ევროპა დატოვა იმის ცოდნით, რომ მერსესაიდელები მის გასაყიდად მზად არიან. ოპერაციის ფასი 160 მილიონ ევრომდე იქნება.
კოუტინიო გეგმავდა, რომ ბრაზილიაში ლეანდროსა და კრისტიანთან ერთად გამგზავრებულიყო – მისი ძმები ფილიპეს მიერ ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნიდან, ანუ 11 აგვისტოდან მასთან არიან.
გასული თვე კოუტინიოსთვის არც ისე მარტივი გამოდგა. მან “ლივერპულს” გაშვება მოსთხოვა, ამ გუნდის მაისურით თამაშზე უარიც თქვა და ამასთან დაკავშირებით იურგენ კლოპსაც ესაუბრა.
ნახევარმცველმა არ იცის, გაუმკლავდება თუ არა კლუბის მფლობელების სურვილს, FSG-ს არ სურს მისი გაშვება, მაგრამ “ჰოფენჰაიმთან” და პრემიერ ლიგის გასულ ტურებში ნაჩვენები თამაში მას დაეხმარება.
ფეხბურთელმა, რომელიც ოფიციალური მიზეზით ტრავმირებულია, იცოდა, რომ კარგი შედეგის ვერ დაფიქსირების შემთხვევაში გუნდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთებოდა და ეს ტრანსფერს გაართულებდა.
ამის გათვალისწინებით, გუშინ, “არსენალთან” დაფიქსირებული გამანადგურებელი შედეგი (4-0) კოუტინიოს გარეშე, “ბლაუგრანას” და თავად ფეხბურთელის წისქვილზე წყალს ასხამს.



