მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარლონ სანტოსი “ნიცას” უახლოვდება

მარლონ სანტოსი “ნიცას” უახლოვდება

“ბარსელონას” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი ფრანგულ “ნიცაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

აქამდე არსებული ცნობებით, მარლონი ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერის ნაწილად განიხილებოდა. კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი “ბარსელონაში” აღარ გადმოდის, მაგრამ ფრანგულ კლუბს ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის მიმართ ინტერესი არ განელებია.

ცოტა ხნის წინ, ერნესტო ვალვერდემ არ გამორიცხა, რომ მარლონმა გუნდი დატოვოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარლონ სანტოსის იჯარა, შესაძლოა, დღესვე გაოფიციალურდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში