მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალმა” ქულები მეორე ტურშივე დაკარგა

“რეალმა” ქულები მეორე ტურშივე დაკარგა

დასრულდა პრიმერა დივიზიონის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიას” შორის, ფრედ 2:2.

“ბარსელონას” უმთავრესმა მეტოქემ ქულები მეორე ტურშივე დაკარგა და თანაქალაქელი “ატლეტიკოს” მსგავსად, 2 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა.

ესპანეთის ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ 100%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ 3 გუნდს აქვს, სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” “სოსიედადთან” და “ლეგანესთან” ერთად ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება. მომდევნო ტურში “ბარსელონა” თანაქალაქელ “ესპანიოლს” მიიღებს, “რეალი” კიდევ ერთ ვალენსიურ გუნდს – “ლევანტეს”, ხოლო “ატლეტიკო” “მესტალიაზე” “ვალენსიას” ესტუმრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში