კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” 22 წლის ნახევარმცველი სერჟი სამპერი “ლას პალმასში” იჯარით წასვლასთან ახლოსაა.
“ბარსელონას” მინიმუმ 2 ფეხბურთელის გაშვება ჭირდება. განსაკუთრებით ბევრი ფეხბურთელია ნახევარდაცვაში. აქედან გამომდინარე, სამპერის გუნდში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.
“ლას პალმასი” რომ სამპერით დაინტერესებული იყო, ეს აქამდეც ვიცოდით. კანარის კუნძულელები 22 წლის ფეხბურთელს “სუონსიში” 12.5 მილიონად გაყიდული როკე მესას შემცვლელად მოიაზრებენ.
ფეხბურთელის “ლას პალმასში” გაშვების წინააღმდეგი არც “ბარსელონაა”. კატალონიელები ფიქრობენ, რომ იჯარა სამპერის მომავალზე კარგ გავლენას მოახდენს.

