კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთელი ლუის ენრიკე, რომელმაც კლუბი გასული სეზონის ბოლოს დატოვა, მალე, შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ჩაუდგეს სათავეში.
გერმანული Bild-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო, იტალიელის შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ასტურიელი სპეციალისტია.
ლუის ენრიკეს გარდა ლონდონში დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი ბოსის, ტომას ტუხელის კანდიდატურაცგანიხილება.



